სსიპ ქალაქ ოზურგეთის N 3 საჯარო სკოლის პედაგოგის ნუნუ ბასილაშვილის
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
თემა
|
Имя существительное. Кто? Что?
|
|||||||||
საგანი
/ მასწავლებელი
|
რუსული
ენა
ნუნუ
ბასილაშვილი
|
|||||||||
სწავლის
საფეხური
კლასი
|
დაწყებითი
საფეხური
V კლასი
|
|||||||||
მოსწავლეთა
პროფილი
|
15
მოსწავლე
|
|||||||||
აქტუალობა
|
ენის
ლექსიკური მარაგის გამდიდრება, წინარე ცოდნისა და ახალშეძენილ ცოდნას შორის კავშირების
დამყარება, ქართულ-რუსულ კულტურათა ურთიერთმიმართება
|
|||||||||
სასწავლო
მიზანი
|
მოსწავლე
შეძლებს გაააქტიუროს და გამდიდროს ლექსიკური
მარაგი
აღიქვას
და გადმოსცეს მიღებული ინფორმაცია (ინსტრუქციის,
სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა - წაკითხვა)
მოსწავლეები
შეძლებენ უკვე არსებული ცოდნის ახალთან დაკავშირებას
სოციალური
უნარების განვითარებას
|
|||||||||
ესგ-ით
განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ ინდიკატორები
|
მიმართულება
მოსმენა
უცხ.დ I.1.მოსწავლეს
შეუძლია მასწავლებლის მითითების გაგება.
უცხ.დ I.3. მოსწავლეს
შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული ტექსტის გაგება
მიმართულება
კითხვა
უცხ.დ I.5.მოსწავლეს
შეუძლია ნაცნობი და ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ხატის პირდაპირი
გზით ამოცნობა
უცხ.დ I.6 მოსწავლეს
შეუძლია სიტყვების , წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.
მიმართულება
ლაპარაკი
უცხ.დ I.8.მოსწავლეს
გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები
უცხ.დ I. 11.მოსწავლეს
შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება
უცხ.დ I.1მოსწავლე აქტიურადაა
ჩაბმული სასწავლო პროცესში
|
|||||||||
მუშაობის
ფორმა
|
მთელი კლასი,ინდივიდუალური, წყვილში
|
|||||||||
შეფასების
ფორმა
|
განმსაზღვრელი,
განმავითარებელი
|
|||||||||
რესურსი
|
სახელმძღვანელო,
მოსწავლის რვეული, ბარათები (არსებითი სახელებით), ელექტრონული რესურსი შექმნილი
პროგრამა goconqr-ში შექმნილი
ფლეშ-ბარათი ) , დაფა, ცარცი.
|
|||||||||
გაკვეთილის
თანმიმდევრობა
|
აქტივობა
1
მიზანი-
მოტივაციის ამაღლება და განწყობის შექმნა
აქტივობა
2
გაკვეთილის
თემისა და მიზნის წარდგენა
აქტივობა
3
კითხვა
- პასუხი
მიზანი
-წინარე ცოდნის გააქტიურება და ახალთან დაკავშირება
აქტიობა
4
ინდივიდუალური
მუშაობა სამუშაო რვეულში დ.55 დ 56
მიზანი
- ილუსტრაციიც გაგება-გააზრება
აკტივობა
5
მუშაობა
ბარათებით წყვილებში
მიზანი
წყვილში კომუნიკაციის დამყარება და სწორად კითხვის დასმა
აქტივობა
6
ელექტრონული
რესურსის ფლეშ-ბარათის გამოყენება
მიზანი
- ვინ? და რა? ჯგუფის არსებითი სახელების გამიჯვნა მასალის განმტკიცება
აქტივობის
ინსტრუქცია:
მასწავლებელი
მოსწავლეებს დეტალურად აწვდის ინსტრუქციას აღნიშნული აქტივობის შესახებ, სთხოვს დააკვირდნენ
ბარათებზე გამოსახულ ფოტოებს, განსაზღვრონ რა კითხვა დაესმით არსებით სახელებს ვინ?
თუ რა? შეამოწმონ ფლეშ-ბარათის მეორე მხარეს რამდენად სწორად დაუსვეს არსებით სახელს
კითხვა. გაიმეორონ მასწავლებელთან ერთად სიტყვები, დააკვირდნენ გამოთქმას, იპოვონ
განსხვავება რუსულ და ქართულ არსებით სახელებს შორის.
აქტივობა 7
საშინაო დავალება
მიზანი მოსწავლეთა მიერ
შესწავლილი მასალის განმტკიცება
|
|||||||||
სწავლის
შედეგები
|
მოსწავლეებმა
ამოიცნეს და განამტკიცეს ზეპირმეტყველებისას შესწავლილი სიტყვები
ასრულებენ
კონკრეტულ მოქმედებებს
სიტყვათა
ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ნაცნობ სიტყვას
სიტყვებზე
დაყრდნობით აანალიზებს სხვა სიტყვებს,ამოიცნობს მათში ანალოგიურ ასოებს/ ასოთშენაერთებს
და აკავშირებს შესაბამის ბგერებთან
ჩამოთვლილ
სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომელიც მოიცავს წინასწარ მითითებულს
პოულობს
სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს
იყენებს
რესურსს ( ბარათს )
ცდილობს
დასმული ამოცანის გადაჭრას
|
ოზურგეთის N 3 საჯარო
სკოლის პედაგოგის ნუნუ ბასილაშვილის სასწავლო
რესურსის
რეფლექსია
2018 წლის 13-14 ოქტომბერს დავესწარი მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის მიერ ორგანიზებულ
ტრენინგ-მოდულს თემაზე: ონლაინ რესურსის გამოყენებაა რუსული ენის გაკვეთილზე
‘’ ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო და
მაძლევს საშუალებას საგაკვეთილო პროცესი გავამდიდრო ელექტრონული რესურსით რაც გაზრდის რუსული ენისადმი ინტერესს
რესურსი შევქმენი goconqr –ის პროგრამაში
ფლეშ-ბარათის სახით და გამოვიყენე განმტკიცება - რეფლექსიის ფაზაზე.
პირველ ეტაპზე მოსწავლეებს მოვთხოვე
დააკვირდნენ ბარათზე გამოსახულ ფოტოებს. ეს ნაბიჯი დამეხმარა მოსწავლეებში განმევითარებინა
აღთქმის და წარმოსახვის უნარი, მოსწავლეებმა შეძლეს ფლეშ -ბარათზე გამოსახული ფოტოების
აღქმა,
რის შემდეგაც გადავედი რესურსის გამოყენების შემდეგ ეტაპზე, რაც საშუალებას მაძლევდა, გამეანალიზებინა, რამდენად
სწორად და მართებულად უსვამდნენ კითხვას არსებით სახელს. ამით რესურსი აქტივობის ანალიზის
გაკეთების საშუალებას თავად იძლევა, ფლეშ-ბართის მეორე მხარეზე გამოსახული იყო სწორი
პასუხები. მოსწავლეებში რესურსის გამოყენების
ამ ნაბიჯმა დიდი მოტივაცია გამოიწვია, განუვითარდათ ანალიზისა და სინთეზის უნარი, როცა
აკვირდებოდნენ მათ მიერ გაცემულ პასუხების.
რესურს შემეცნებითი მნიშვნელობაც ჰქონდა, ფონოლოგიური
უნარ-ჩვევების გამტკიცება, სიტყვების გამეორება და სწორად გამოთქმის თვალსაზრისით.
ასევე მნიშვნელოვანი იყო რესურსის გამოყენებით ქართულ და რუსულ ენაში მზგავსება-განსხვავების
პოვნა. მა აქტივობამ მოსწავლეებს განუვითარა შედარებისა და კლასიფიცირების უნარი
რესურსის გამოყენებამ გამოიწვია მოსწავლეთა
ჩართულობის და მოტივაციის გაზრდა, თუმცა, ამავდროულად დავინახე, რომ მეტი მუშაობა მჭირდება
მოსწავლეებთან სამეტყველო (ფონოლოგიური) უნარ-ჩვევების განსავითარებლად. ამგვარი რესურსი
ზრდის რუსული ენისადმი მოსწავლეთა დაინტერესებას.
ჩემ მიერ შექმნილი რესურსი გავუზიარე კოლეგებს,
რესურსის შექმნის პრინციპით დაინტერესდნენ სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, მიმაჩნია,
რომ მსგავსი ტიპის რესურსები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ორიენტირებული სასწავლო პროცესის
დაგეგმვას.
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
დისკრიმინაცია - ბულინგის ერთ-ერთი სახესხვაობა
|
საგანი / მასწავლებებლი
|
კლასის საათი
ნუნუ ბასილაშვილი
|
სწავლების საფეხური
კლასი
|
საშუალო
XI
|
მოსწავლეთა პროფილი
|
15 მოსწავლე
|
აქტუალობა
|
მოსწავლეები შეიძენენ და გაიღრმავებებ
ცოდნას დისკრიმინაციისა და ბულინგის შესახებ. შეძლებენ იმსჯელონ და გაანალიზონ პრობლემის არსი. გაიხსენონ
მათვის ცნობილი დისკრიმინაციის შემთხვევები და მსჯელობის საფუძველზე მივლენ იმ დასკვნამდე,
თუ რატომ არის ცუდი ნებისმიერი ნიშნით თანატოლთა ჩაგვრა.
|
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეები გაეცნობიან და გაანალიზებენ დისკრიმინაციის მცნებას. ჩამოაყალიბებენ მის უარყოფით
თვისებებს და იპოვიან გადაჭრის გზებს.
მოსწავლეები იმსჯელებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების გზების შესახებ,
რაც მომავალში გამოადგებათ ტოლერანტული გარემოს
შესაქმნელად.
მოსწავლეები შეძლებენ მსჯელობის,
ანალიზის , შედარებისა და დასკვნების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ბულინგის ძირითადი განმარტება და სმენიათ მათ გარშემო ბულინგის შემთხვევების შესახებ.
იცნობენ ბავშვთა უფლებების კონვენციას
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა 1.
მისალმება და გაკვეთილის თემის წარდგენა.
3 წუთი
აქტივობა 2.
გამოწვწვა
გონებრივი იერიში 3 წუთი
1.რა არის ბულინგი?
2.ბულინგის რა სახეობას იცნობთ?
3.როგორ გვესმის სიტყვა დისკრიმინაცია
შეგიმჩნევიათ თუ არა თქვენ ირგვლივ დისკრიმინაციის შემთხვევები?
აქტივობა 3.
მინილექცია 7 წუთი
მასწავლებელი საუბრობს დისკრიმინაციის,
ბულინგისა და ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-2 მუხლის შესახებ.
აქტივიბა 4.
ანიმაციური ფილმის ჩვენება ,, კალათბურთი“ 2 წუთი.
აქტივობა 5.
ჯგუფური მუშაობა 7 წუთი
გადათვლის მეთოდით ბავშვები სამ ჯგუფად დაიყოფა. ჯგუფებმა უნდა აირჩიონ ერთი
პრეზენტატორი, რის შემდეგაც მათ დაევალებათ ჯგუფებში განიხილონ ანიმაციური ფილმის
სიუჟეტი და შემდეგ დასმულ კითხვებზე გასცენ პასუხი:
*რა პრობლემებია ასახული ანიმაციურ ფილმში?
*კონვენციის რომელ მუხლს უკავშირდება
ეს პრობლემა?
*ვის უნდა მიმართოთ, თუ აღნიშნული
უფლება დაირღვა?
*ჩვენ რა შეგვიძლია მოვიმოქმედით
აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად?
მასწავლებელი ცდილობს ხელი შეუწყოს მოსწავლეებში დისკუსიის სწორად წარმართვას.
აქტივობა 6.
პრეზენტაციის წარდგენა 9 წუთი
აქტივობა 7.
დისკუსია 10 წუთი
ჯგუფების პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მთელი ჯგუფი მსჯელობს მასწავლებლის
მიერ დასმულ კითხვებზე:
1.ბავშვთა ან მოზარდთა რომელი ჯგუფია
ყველაზე მეტად დისკრიმინირებული და გარიყული
ჩვენს ქვეყანაში?
2.რა არის ამის მიზეზი - საზოგადოებრივი აზრი, არასაკმარისი რესურსები, სახელმწიფო პოლიტიკა, გულგრილობა?
3.რა კეთდება დისკრიმინირებული ბავშვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
4. თქვენი აზრით , რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მათი უფლებრივი მდგომარეობა
გაუმჯობესდეს?
აქტივობა 8.
გაკვეთილის შეჯამება 4 წუთი
მასწავლებელი გაკვეთილს აჯამებს შემდეგი კითხვების მიხედვით:
1.რა იყო თქვენთვის ახალი?
2.რა იყო თქვენთვის გაუგებარი?
3.შეგეცვალათ თუ არა შეხედულება ამ საკითხის შესახებ?
მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს
ბოლოს მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს.
|
სასწავლო რესურსები
|
დაფა, ცარცი, პროექტორი,ინტერნეტი, ფლიპჩარტი, მარკერი, ,,ბავშვთა უფლებათა კონვენცია“
|
Комментариев нет:
Отправить комментарий